თბილისის მერია

ნარმანია: 2014- 2017 წლებში, თბილისში 700 000-ზე მეტი ხე-მცენარე დაირგო

მერია

თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, 2014 წლიდან 2017 წლის ბოლომდე, დედაქალაქში 700 000-ზე მეტი ხე-მცენარე დაირგო. ამის შესახებ ნარმანიამ თბილისის მთავრობის სხდომაზე თქვა, რომელსაც თავად ბოლოჯერ უხელმძღვანელა. მან მერობის სამწლიანი პერიოდი შეაჯამა.

დავით ნარმანიას მტკიცებით, "ჯანსაღი და კომფორტული საცხოვრებელი გარემოს შექმნის მიზნით, სამი წლის განმავლობაში მოეწყო 196 ახალი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 463-ს". მისივე თქმით, "თბილისის მერიამ შეიძინა 12 870 ნაგავშემკრები კონტეინერი და 48 ერთეული მძიმე ტექნიკა. ამასთან, ენერგოეფექტურობის ნაწილში, სხვადასხვა ლოკაციაზე დამონტაჟდა 2 284 ცალი ლედ-სანათი, განახლდა თბილისის ანძა".

დავით ნარმანია შემაჯამებელ და ვრცელ ანგარიშს 2014-2017 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ, ხვალ, 10 ნოემბერს წარადგენს.

კომენტარები