აშშ-ჩინეთის ურთიერთობა

დონალდ ტრამპი ჩინეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სი ძინპინს შეხვდა

AP

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ოფიციალური ვიზიტით ჩინეთს ეწვია. ტრამპი ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჩინეთს შეუძლია მოაგვაროს ჩრდილოეთ კორეის პრობლემა სწრაფად და მარტივად და მოუწოდა სი ძინპინს გაწყვიტოს ფინანსური კავშირები ჩრდილოეთ კორეასთან.

ტრამპმა და სი ძინპინმა აშშ-სა და ჩინეთის ფირმებს შორის 250 მილიარდ დოლარიან კომერციულ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ტრამპმა ჩინეთთან ფინანსურ კავშირებში უთანასწორობაზეც ისაუბრა, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ეს აშშ-ის ყოფილი ხელისუფლების ბრალი უფროა ვიდრე ჩინეთის.

სი ძინპინის თქმით ჩინეთი უცხოურ ფირმებს უფრო სამართლიან და გამჭვირვალე გარემოს შესთავაზებს, მათ შორის ამერიკულ კომპანიებსაც.

 

კომენტარები