აშშ

პირველად ამერიკაში ღიად ტრანსგენდერი ფერადკანიანი ქალი საჯარო მოხელედ აირჩიეს

Twitter Account of Chad Griffin

ანდრეა ჯენკინსი პირველი ფერადკანიანი ღიად ტრანსგენდერი ქალია, რომელიც ამერიკაში საჯარო მოხელედ აირჩიეს. 2017 წლის 7 ნოემბრის არჩევნებში დემოკრატმა ჯენკინსმა ხმათა 73%-ით მინეაპოლისის საქალაქო საბჭოს ვაკანტური ადგილი მოიპოვა.

56 წლის ანდრეა ჯენკინსი პოეტი და ისტორიკოსია. მან სქესის შეცვლის გადაწყვეტილება 30-40 წლის ასაკში მიიღო და მას შემდეგ, LGBTQ თემის აქტივისტი და უფლებადამცველია.

„როგორც აფრო-ამერიკელმა ტრანსგენდერმა ქალმა, მე ვიცი, როგორია, იყო მარგინალიზებული ჯგუფის წარმომადგენელი. ვიცი, როგორი გრძნობაა, იყო გარიყული. როგორი გრძნობაა, დაუფიქრებლად გიმეტებდნენ ავტობუსის ბორბლებში შესაგდებად... ეს დრო წარსულს ჩაბარდა.“ - განუცხადა ჯენკინსმა ჟურნალისტებს.

აშშ-ში 1992 წელსაც აირჩიეს საჯარო მოხელედ შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი მასაჩუსეტსიდან ალთეა გარისონი. თუმცა მაშინ ამომრჩეველმა არ იცოდა, რომ გარისონი ტრანსგენდერი ქალი იყო. ის იდენტობას მალავდა, ვიდრე რეპორტიორებმა არ გაიგეს. სკანდალის მიუხედავად, მორისონმა ვადის დასრულება შეძლო, მაგრამ მას შემდეგ არც ერთ საჯარო სამსახურში აღარ მიუღიათ. 

თითქმის 25 წლის შემდეგ, მორისონისგან განსხვავებით, ანდრეა ჯენკინსმა თავისი კანდიდატურა ღიად ტრანსგენდერ ქალად წამოაყენა. შესაბამისად, ჯენკინსის გამარჯვებას LGBTQ თემის წარმომადგენლები და მკვლევარები უდიდეს წინ გადადგმულ ნაბიჯად თვლიან.

კომენტარები