ფეხბურთი

ვლადიმირ ვაისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი კიდევ ორი წლით იქნება

GFF

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს მომდევნო ორი წლის განმავლობაშიც სლოვაკი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი უხელმძღვანელებს. ფეხბურთის ფედერაციასთან მიღწეული შეთანხმების შესახებ ვაისმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. 

"შევთანხმდით, რომ კიდევ ორი წელი ვიმუშავებ საქართველოს ნაკრებში",- პრესკონფერენციაზე თქვა ვაისმა.

ვაისი საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელად 2016 წლის მარტში დაინიშნა.

ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრების მიღწევები ასე გამოიყურება:

8 წაგება, 7 ფრე და 3 მოგება (სამივე ამხანაგური).

არცერთ ოფიციალურ მატჩში ნაკრებს მოგება არ ჰქონია. ასევე, ისტორიაში მეორედ, საქართველომ ვერ მოახერხა საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში ერთი მატჩის მოგებაც.

კომენტარები