აშშ

აშშ-ში, თვითმფრინავში წყვილი ორალური სექსით დაკავდა, ისინი დროებით დააკავეს

Jeremy Dwyer-Lindgren, Special for USA TODAY

ლოს ანჯელესი-დეტროიტის რეისზე დელტა ეარლანის თვითმფრინავში ორალური სექსით დაკავებული წყვილი გამოიჭირეს. შემთხვევა 29 ოქტომბერს მოხდა. თვითმხილველების ცნობით, ქალი და მამაკაცი აქტის დამალვას პლედის საშუალებით ცდილობდნენ, თუმცა ვერ მოახერხეს. მას შემდეგ, რაც მგზავრთა უკმაყოფილებას ქალმა აგრესიულად უპასუხა, პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.

როგორც კი თვითმფრინავი დეტროიტში დაჯდა, პოლიციის ოფიცრები თვითმფრინავში შევიდნენ და წყვილი განყოფილებაში გადაიყვანეს. ქალი ნასვამი იყო და პოლიციელებს წინააღმდეგობაც გაუწია. მამაკაცმა კი განაცხადა, რომ ქალს უბრალოდ მის კალთაში ჩაეძინა და ის მას მხოლოდ მკერდზე შეეხო.

აღმოჩნდა, რომ წყვილმა ერთმანეთი თვითმფრინავში გაიცნო. 48 წლის კალიფორნიელმა ქალმა კი, იმისთვის, რომ 28 წლის მამაკაცის გვერდით აღმოჩენილიყო, ადგილი სხვა მგზავრს გაუცვალა. 26-ე რიგში სამი ადამიანი იჯდა. წყვილის გვერდით მჯდომ მამაკაცს ანუ ამ რიგის მესამე მგზავრს აქტის დროს ეძინა და არაფერი დაუნახავს.

წყვილი პოლიციამ გაფრთხილებით გაათავისუფლა. მათ ვინაობას სამართალდამცავები არ ასახელებენ.

კომენტარები