ლარის გაუფასურება

ლარი დოლართან 0.9 თეთრით, ხოლო ევროსთან - 1.4 თეთრით გაუფასურდა

განახლებული 50 ლარიანი
bloomberg.com

9 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 0.98 თეთრით გაუფასურდა, რის შედეგადაც ოფიციალურმა კურსმა 2.6370 ლარს მიაღწია.

დღესვე, ლარი 1.4 თეთრით ევროსთან მიმართებითაც გაუფასურდა და 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0608 ლარი გახდა.

ეროვნული ვალუტა ბოლო კვირების მანძილზე თითქმის ყოველდღიურად უფასურდება. ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტის არჩილ მესტვირიშვილის განცხადებით, ლარის გაუფასურების მაკროეკონომიკური საფუძვლები არ არსებობს, რადგანაც კურსზე მოქმედი ძირითად ფაქტორებს პოზიტიური დინამიკა აქვთ.

"რომ შევხედოთ კურსის ძირითად განმსაზღვრელ ფაქტორებს, რასაც ჩვენ ფუნდამენტურ ფაქტორებს ვეძახით, ეს არის პოზიტიური, რაც იმას ნიშნავს, რომ საშუალო და გრძელვადიანად კურსს არავითარი საფრთხე არ ემუქრება. მოკლევადიან პერიოდში, რა თქმა უნდა, მოლოდინებია, რომელიც ზოგჯერ შეიძლება დასაბუთებული იყოს, ზოგჯერ დაუსაბუთებელი, მაგრამ ეს არის კონკრეტული ბიზნეს სუბიექტების, ფიზიკური პირების თუ კომპანიების გადაწყვეტილება, რომლებიც თავიანთი მოლოდინებიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებებს, რაც ბუნებრივია კურსზე გავლენას ახდენს. თუ ამას მოჰყვება აჟიოტაჟი, კურსის მერყეობაც მაღალი იქნება", - ამბობს მესტვირიშვილი.

კომენტარები