აფეთქება პაკისტანში

პაკისტანში მომხდარ აფეთქებას 4 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა

0 კომენტარი
ფოტო: http://abcnews.go.com

პაკისტანში, ქალაქ კვეტაში მომხდარ აფეთქებას 4 პოლიციელის სიცოცხლე ემსხვერპლა, 9 კი დაიჭრა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

უცხოური მედიის ინფორმაციით, აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციის გენერალური ინსპექტორი და  ოფიცრები მანქანით გადაადგილდებოდნენ. თავდამსხმელმა ტერაქტის განსახორციელებლად 15 (33 ფუნტი) კილოგრამის ასაფეთქებელი მასალა  გამოიყენა.

პაკისტანის პრემიერმინისტრმა შაჰიდ ხაგან აბასმა განაცხადა, რომ ასეთი მასშტაბური შეტევები ვერ დაასუსტებენ უსაფრთხოების ძალებს ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლაში.

მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “თალიბანმა” აიღო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები