რუსეთი

რუსეთში 9-სართულიანი შენობის ჩამონგრევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა

Ria.ru

რუსეთში, ქალაქ იჟევსკში 9-სართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის ერთი ფრთის ჩამონგრევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. გარდაცვლილთა შორის ერთი ბავშვია, დაშავებულთა შორის კი 2 არასრულწლოვანი, 55 წლის ქალი და რაიონული განყოფილების თანამშრომელი. 

რუსული მედიის ცნობით, 9-სართულიანი შენობის ნაწილი, სადაც 28 ადამიანი ცხოვრობდა, ოთხშაბათს, 8 ნოემბერს ჩამოინგრა. შენობის დაუზიანებელი ნაწილებიდან ხალხი ევაკუირებულია, თუმცა მაშველები ადგილზე მუშაობას კვლავ განაგრძობენ. შესაძლებელია, დაშავებულთა რიცხვის გაზრდაც.

შენობის ნგრევის სავარაუდო მიზეზად, გაზის აფეთქება სახელდება, თუმცა მომხდარზე გამოძიება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მშენებლობის შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

კომენტარები