ვატიკანი

2018 წლიდან ვატიკანში სიგარეტის გაყიდვა აიკრძალება

0 კომენტარი
ფოტო: getty image

რომის პაპის ფრანცისკეს ბრძანებით 2018 წლიდან ვატიკანში სიგარეტის გაყიდვა აიკრძალება.

ვატიკანის ოფიციალური წარმომადგენლის გრეგ ბარკის თქმით, ვატიკანს პრაქტიკულად არ სურს ხელი შეუწყოს ისეთ საქმეს, რომელიც აშკარად ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. მან აგრეთვე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კველავა მოიყვანა მაგალითად, რის მიხედვითაც ყოველწლიურად 7 მილიონი ადამიანი იღუპება მოწევასთან დაკავშირებული დაავადებების გამო.

“ვატიკანისთვის გარკვეულწილად ეს იყო შემოსავლის წყარო, თუმცა აშკარაა, რომ მიღებული გადაწყვეტილება მართებულია,”- თქვა ბარკმა.

სიგარეტის გაყიდვებით შემოსული თანხა ვატიკანში ყოველწლიურად მილიონობით ევროს აღწევს, თუმცა ბარკის განცხადებით, ადამიანის სიცოცხლის ხარჯზე გაკეთებული ვერანაირი მოგება იქნება გამართლებული.

დაახლოებით 5,000 თანამშრომელსა და პენსიონერს უფლება აქვს ვატიკანში, სიგარეტი შეღავათიან ფასად შეიძინოს. მათ ყოველთვიურად 5 სიგარეტის კოლოფის შეძენის უფლებას აძლევენ.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გავრილოვის ღამე - აქციის მონაწილეების მიერ მოყოლილი ქრონიკა

კომენტარები