სექსუალური შევიწროება

პორტია დე როსიმ სტივენ სიგალი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა

Getty Images

პორტია დე როსიმ მსახიობი და პროდიუსერი სტივენ სიგალი სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. სერიალების "განვითარების შეფერხება" და "სკანდალი" ვარსკვლავმა ამის შესახებ თვითერის ოფიციალურ გვერდზე დაწერა და თქვა, რომ შემთხვევა სტივენ სიგალის ფილმის კასტინგზე მის ოფისში მოხდა.

„მან მითხრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეკრანიდან წამოსული ქიმია. დამაჯდა და ტყავის შარვლის ელვა გაიხსნა.“-ნათქვამია პოსტში.

პორტია დე როსი, ცნობილი ტელეწამყვანის ელენ დე ჯენერისის ცოლია. ელენმა თავის მეუღლეს მხარდაჭერა თვითერის პოსტითვე გამოუცხადა.

„მე ვამაყობ ჩემი ცოლით“-დაწერა მან.

სტივენ სიგალი სექსუალურ შევიწროებაში დე როსის გარდა, კიდევ ორმა ქალმა, "კარგი ცოლის" ვარსკვლავმა ჯულიანა მარგულისმა და მსახიობმა და ჟურნალისტმა ლიზა გურერომ დაადანაშაულა.

მარგულისის თქმით, ის 23 წლის იყო, როცა სტივენ სიგალთან კასტინგზე სასტუმროში მივიდა და მიუხედავად იმისა, რომ ეგონა ქალი რეჟისორი დახვდებოდა იქ, სიგალთან ერთად ოთახში მარტო აღმოჩნდა.

„მე მისი იარაღი დავინახე. ცხოვრებაში პირველად ვნახე ნამდვილი იარაღი. არც მახსოვს, როგორ გამოვიქეცი ოთახიდან. მთელი გზა ვყვიროდი.“-განაცხადა ჯულიანა მარგულისმა.

ლიზა გურეროს თქმით, კი, სტივენ სიგალი სასტუმროში კასტინგის დროს მხოლოდ პირსახოცით დახვდა და სექსუალური ურთიერთობის სანაცვლოდ კარგი როლი შესთავაზა. გურერო შეთავაზებას არ დასთანხმდა, თუმცა ამ შემთხვევის შემდეგ წლების განმავლობაში იღებდა სიგალის სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს ავტომოპასუხეზე.

გამოცემა Guardian-მა სტივენ სიგალთან დაკავშირება სცადა, თუმცა საპასუხო კომენტარის მოპოვება ვერც მსახიობისგან და ვერც მსახიობის წარმომადგენლებისგან ვერ შეძლო.

კომენტარები