სითი პარკი

კალაძე: სითი პარკის წინააღმდეგ სამართლებრივ გზებს მივმართავთ

ენერგეტიკის სამინისტრო

თბილისის არჩეული მერის კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია "სითი პარკის" წინააღმდეგ სამართლებრივ გზებს მიმართავს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა.

“ჩვენი მიდგომები იქნება სამართლებრივი, თუნდაც რომ ვნახოთ სტატისტიკა, ჯარიმები, რომელიც ამ კომპანიის მხრიდანაა გამოწერილი და რომელიც გასაჩივრდა, 99% არის გამამართლებელი განაჩენი, მოქალაქეების საკეთილდღეოდ გამოტანილი. შესაბამისად, მაშინ ჩნდება კითხვა, ანუ ეს კომპანია მოქმედებს არაკანონიერად? შესაბამისად, მივმართავთ სამართლებრივ გზას,”- თქვა კახა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა, სასამართლოში ვიხილოთ მერია "სითი პარკის" წინააღმდეგ, კალაძემ განაცხადა - “რა თქმა უნდა, მე ზუსტად ამას ვგულისხმობ, როდესაც ვახსენებ სამართლებრივი გზით წასვლას. იურისტები ჩაერთვებიან და ამ კუთხით ვიმუშავებთ.”

კომენტარები