სექსუალური შევიწროვება

ვესტვიკი ბრალდებებზე: მე ეს არ ჩამიდენია, ვთანამშრომლობ სამართალდამცავებთან

Gossip Girl-ის მსახიობი ედ ვესტვიკი ბრალდებებთან დაკავშირებით კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს. ვესტვიკის თქმით, ის სამართალდამცავებთან თანამშრომლობს. 

"ძალიან გულგასატეხი და სამწუხარო ამბავია, რომ ორი დაუდასტურებელი და, სავარაუდოდ, მცდარი სოციალურ მედიაში გავრცელებული ბრალდებების გამო, ვიღაცებს სჯერათ, რომ შესაძლოა, რაიმე საერთო მქონდეს ამ საძაგელ და საშინელ ქმედებებთან. მე ეს არ ჩამიდენია და ვთანამშრომლობ სამართალდამცავებთან, რომ რამდენადაც შესაძლებელია, სწრაფად გავწმინდო საკუთარი სახელი,"- წერს ვესტვიკი სოციალურ ქსელებში.

8 ნოემბერს მსახიობმა კრისტენ კოენმა ედ ვესტვიკი მის გაუპატიურებაში დაადანაშაულა. დღეს კი მსახიობი აურელიანა უინმა განაცხადა, რომ ვესტვიკმა ისიც ისე და იმავე სიტუაციაში გააუპატიურა, როგორშიც კოენი. 

კომენტარები