კრიმინალი

ფიზიკური ძალადობის მუქარით თანხის გამოძალვისთვის, ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა გამოძალვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1981 წელს დაბადებულმა მ.ბ-მ სოფელ რუისში მოქალაქეს ფიზიკური ძალადობის მუქარით თანხა გამოსძალა.

გამოძიება გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).

კომენტარები