სითი პარკი

ნარმანია City პარკზე: ისეთი კაბალური ხელშეკრულებაა, არ მგონია, შედეგს მივაღწიოთ

ტაბულა

თბილისის მერის დავით ნარმანიას შეფასებით, სითი პარკის ხელშეკრულება იმდენად კაბალურია, რომ "არ მგონია, სასურველ შედეგს მივაღწიოთ". ნარმანია თბილისის არჩეული მერის კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, თბილისის მერია სითი პარკის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას გეგმავს.

“ჩვენმა წინამორბედებმა საიდუმლო გრიფი დაადეს ამ ხელშეკრულებას. ჩვენ გრიფი მოვხსენით და საიტზე განთავსდა, დღესაც მერიის საიტზე დევს ეს ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც დავრწმუნდით და ყველანი დარწმუნდებით იმაში, რომ ეს არის კაბალური ხელშეკრულება, რომლის შეცვლის შემთხვევაშიც, მერიას მინიმუმ 25 მილიონი ლარი უნდა გადაეხადა. სამართლებრივ ნაწილში ხელშეკრულება იმდენად კაბალურია, რომ არ მგონია, სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ყოველ შემთხვევაში კარგია, რომ მეტი რამის ცდა მოხდება” - თქვა ნარმანიამ.

კომენტარები