დავით ნარმანია

დავით ნარმანია: საზღვარგარეთ არ მივდივარ, ვრჩები საქართველოში

0 კომენტარი
ფოტო: EBRD

საზღვარგარეთ არ მივდივარ, ვრჩები საქართველოში - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს მის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, კონსულტაციების შემდეგ ისაუბრებს თუ სად გააგრძელებს საქმიანობას, მანამდე კი "ცოტას დაისვენებს".

"ორშაბათს ახალ მერს გადავაბარებ მართვის სადავეებს. დავისვენებ ძალიან ცოტას, რის შემდეგაც მივიღებ საბოლოოდ გადაწყვეტილებას. საზღვარგარეთ არ მივდივარ, ვრჩები საქართველოში" - განაცხადა ნარმანიამ.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, დავით ნარმანია მმართველი გუნდის წევრად რჩება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ნარმანიას მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტი განიხილება.

"ის დარჩება ჩვენი გუნდის წევრად და რა თქმა უნდა, განიხილება სხვადასხვა ვარიანტები" - განუცხადა პრემიერმა ჟურნალისტებს

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ზაზა ურუშაძე

კომენტარები