სექსუალური შევიწროება

ლუის სი ქეი სექსუალური შევიწროების ბრალდებებზე: ყველა ისტორია მართალია

NME.com

გუშინ ლუის სი ქეი 5-მა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. 4 ქალის თქმით სი ქეი მათი თანდასწრებით მასტურბირებდა, ერთი ქალის თქმით კი სი ქეი მასთან სატალეფონო საუბრის დროს მასტურბირებდა.

იუმორისტი ბრალდებებს გამოეხმაურა, მისი თქმით ყველა ისტორია მართალია.

"ყველა ისტორია მართალია. მაგ დროს, მე ჩემს ვეუბნებოდი, რომ რასაც ვაკეთებდი სწორი იყო, რადგან არასდროს ვანახებდი ქალებს ჩემს პენისს უკითხავად, მაგრამ ცხოვრებაში მოგვიანებით ვისწავლე, რომ როდესაც სხვა ადამიანებზე ძალაუფლებით მაღლა დგახარ აჩვენო თუ არა მათ შენი პენისი, კითხვა აღარ არის. ეს მათთვის არასასიამოვნო მდგომარეობაა. ამ ქალებზე ჩემი ძალაუფლება ის იყო, რომ ისინი მე მაღმერთებდნენ და მე ამ ძალაუფლებას უპასუხისმგებლოდ მივუდექი."- წერს ლუის სი ქეი განცხადებაში.

ლუის სი ქეის თმით, ის თავის ქმედებებს საკუთარ თავს არ პატიობს.

"ჩემს ქმედებებს თავს ვერ ვპატიობ. ცხოვრებაში ყველაზე დიდი სინანული ის არის, რომ სხვა ადამიანებს ტკივილი მივაყენე. მე ტკივილი მივაყენე ჩემს ოჯახს, მეგობრებს, შვილებს და მათ დედას. მთელი ჩემი კარიერა გავატარე ისე, რომ ყველაფერს ვიძახდი. ახლა უკან გავდგები და დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ მოვისმენ. " - წერს ლუის სი ქეი განცხადებაში.

კომენტარები