კრიმინალი

შსს: ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, დაბა წყნეთში 1960 წელს დაბადებული კ.ჯ. დააკავეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა და ამოღებულია კალაშნიკოვის სისტემის იარაღი და საბრძოლო მასალა.

"სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, კალაშნიკოვის სისტემის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 6 მჭიდი და 227 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციითვე, გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით).

კომენტარები