არჩევნები 2017

კალაძე მერიაში საქმიანობას 13 ნოემბრიდან, ახალ გუნდთან ერთად შეუდგება

კახა კალაძე
ენერგეტიკის სამინისტრო

თბილისის მერიის ინფორმაციით, ახლადარჩეული მერის უფლებამოსილების ცნობა 12 ნოემბერს მოხდება, 13 ნოემბრიდან კი კახა კალაძე საქმიანობას ახალ გუნდთან ერთად შეუდგება.

უწყებაში განმარტავენ, რომ ახალი მერის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, მოქმედ მერს, მისი მოადგილეებსა და მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს, ასევე, რაიონების გამგებლებს უფლებამოსილებები ავტომატურად შეუწყდებათ.

"საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, ახალარჩეული მერის უფლებამოსილება იწყება, ხოლო ძველის წყდება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენიდან მე-11 დღეს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ თბილისის მერის 2017 წლის 21  ოქტომბრის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მიმდინარე წლის 1 ნოემბერს გამოქვეყნდა, შესაბამისად საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით ახლადარჩეული მერის უფლებამოსილების ცნობა მოხდება 12 ნოემბერს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, ავტომატურად მოქმედი მერის, მერის მოადგილეების, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და რაიონების გამგებლების უფლებამოსილებების შეწყვეტასგულისხმობს", - აცხადებენ მერიაში.

კომენტარები