ხვალ საბურთალოს რაიონის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება შეეზღუდება

Reuters

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, 12 ნოემბერს საბურთალოს რაიონის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ინტენსიფიკაციის, დელისის და ნუცუბიძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - აცხადებენ თელასში.

კომენტარები