მსოფლიო

საზამთროს ყიდვისას დაშავებულისთვის Walmart-ს 7.5 მლნ დოლარის კომპენსაცია დაეკისრა

www.foxnews.com

ჰიპერმარკეტ Walmart-ს, რომლის მაღაზიაში საზამთროს ყიდვისას მოქალაქე დაშავდა, კომპენსაციის სახით 7.5 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.

შესაბამისი გადაწყვეტილება ალაბამას სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს.

მომჩივანი, ჰენრი უოკერი ამტკიცებდა, რომ 2015 წელს, როცა ის 59 წლის იყო, საზამთროს შერჩევისას დახლში ფეხი გაეჭედა და დაშავდა.

ვოლმარტკი კი საპასუხოდ ამტკიცებდა, რომ დახლი საშიში არ იყო და დაუდევრობაში უოკერი იყო დამნაშავე.

კომპანიის წარმომადგნელი ამბობს, რომ ისინი იმედგაცრუებულები არიან სასამართლოს გადაწყვეტილებით.

„ჩვენ პატივს ვცემთ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, თუმცა გვჯერა, რომ ასანაზღაუებელი ზარალის ოდენობა მეტისმეტად ბევრია. ვაპირებთ გავასაჩივროთ გადაწყვეტილება“ - აცხადებს ვოლმარტის წარმომადგენელი.

Foxnews-ის ცნობით, მიუხედავად ამ ინციდენტისა, ვოლმარტი აგრძელებს საზამთროსთვის იგივე დახლების გამოყენებას.

კომენტარები