არჩევნები 2017

ქუთაისსა და 5 თვითმმართველ თემში საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დაიწყო

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

თვითმმართველ ქალაქ ქუთაისსა და 5 თვითმმართველ თემში - მარტვილში, ბორჯომში, ოზურგეთში, ხაშურსა და ყაზბეგში შექმნილ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო. კენჭისყრა 20:00 საათზე დასრულდება. 

ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური იმართება.

მეორე ტური ქუთაისსა და მარტვილში ქართული ოცნების და ენმ-ის კანდიდატებს შორის იმართება. ხაშურსა და ოზურგეთში - ქართული ოცნების და დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის, ყაზბეგში ქართული ოცნების და დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატს შორის, ხოლო ბორჯომში - ქართული ოცნების და პატრიოტთა ალიანსის კანდიდატს შორის.

ამასთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მეორე ტურებში მონაწილეობას არ იღებს. ამის მიუხედავად, ენმ-ის კანდიდატი ბიულეტენში დაფიქსირებული იქნებაარჩევნების მეორე ტური 317 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, მათ შორის, ერთი ქალაქ ქუთაისში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანია.

რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში 328 272-ს შეადგენს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები