არჩევნები 2017

ცესკო: არჩევნები ექვსივე ქალაქში მშვიდ გარემოში მიმდინარეობს

ანა მიქელაძე
ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტური 6-ვე ქალაქში, 317-ვე საარჩევნო უბანზე მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. 

"ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. 12 ნოემბრის არჩევნებში 6 საარჩევნო სუბიექტის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ, მათგან 2 საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია. ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე გადაეცემათ მხოლოდ ერთი საარჩევნო ბიულეტენი მერის ასარჩევად. 12 ნოემბრის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 2 143 წარმომადგენელი, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის 18 149 და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 654 დამკვირვებელი, ხოლო მედია ორგანიზაციის 4 688 წარმომადგენელი“, - თქვა ცესკოს სპიკერმა, ანა მიქელაძემ. 

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ასევე, მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, ხელი შეუწყონ არჩევნების მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარებას.

ქუთაისში, ყაზბეგში, ხაშურში, ბორჯომში, ოზურგეთსა და მარტვილში მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური იმართება.

მეორე ტური ქუთაისსა და მარტვილში ქართული ოცნების და ენმ-ის კანდიდატებს შორის იმართება. ხაშურსა და ოზურგეთში - ქართული ოცნების და დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის, ყაზბეგში ქართული ოცნების და დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატს შორის, ხოლო ბორჯომში - ქართული ოცნების და პატრიოტთა ალიანსის კანდიდატს შორის.

ამასთან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მეორე ტურებში მონაწილეობას არ იღებს. ამის მიუხედავად, ენმ-ის კანდიდატი ბიულეტენში დაფიქსირებული იქნება არჩევნების მეორე ტური 317 საარჩევნო უბანზე ჩატარდება, მათ შორის, ერთი ქალაქ ქუთაისში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანია.

რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში 328 272-ს შეადგენს.

კომენტარები