არჩევნები 2017

ოზურგეთის 43-ე საარჩევნო უბანთან ე.წ კოორდინატორები ამომრჩევლებს აღრიცხავენ

რუსთავი 2

ოზურგეთის 43-ე საარჩევნო უბანთან ე.წ კოორდინატორები ამომრჩევლებს აღრიცხავენ. მათ რუსთავი 2-ს თავად დაუდასტურეს, რომ ინიშნავენ, ვინ გამოცხადდა არჩევნებზე. მათ არც ის დაუმალავთ, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები არიან. 

ამ ფაქტს უბანთან მცირე დაპირისპირებაც მოჰყვა. დამკვირვებელი ორგანიზაცია "პარლამენტთა საზოგადოებადან", ფიქრია მამარდაშვილი მათი საქმიანობის ვიდეოკამერით გადაღებას ცდილობდა, თუმცა, მისი თქმით, პოლიციამ ამაში ხელი შეუშალა. მამარდაშვილი ამბობს, რომ პატრულმა მისთვის ვიდეოკამერის წართმევაც სცადა, მაგრამ ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ ადგილი დატოვა. 

ოზურგეთის მერობისთვის მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატი, ბეგლარ სიორიძე და დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე არიან. 

საარჩევნო უბნებთან მდგარი ქართული ოცნების წარმომადგენლები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლებმა მთავარ პრობლემად დაასახელეს და განაცხადეს, რომ ე.წ კოორდინატორების მობილიზება არაპირდაპირი ზეწოლის მანკიერი პრაქტიკაა. 

კომენტარები