სექსუალერი შევიწროება

ედ ვესტვიკის მიმართ არსებული ბრალდებების გამო BBC-იმ დრამის გადაღება შეაჩერა

Vanity Fair

მსახიობ ედ ვესტვიკის მიმართ არსებული ბრალდებების გამო BBC-იმ სატელევიზიო დრამის გადაღება შეაჩერა. სამაუწყებლო კომპანია სერიალის გადაღებას აგატა კრისტის ნაწარმოების, Ordeal by Innocence მიხედვით გეგმავდა. BBC-იმ განაცხადა, რომ საშობაო დრამის გადაღება ვითარების გარკვევამდე შეწყდება.

ედ ვესტვიკი, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი სერიალ "ჭორიკანას" და BBC-ის სატელევიზიო დრამის, "თეთრი ოქროს" წყალობით გახდა, სექსუალურ შევიწროებასა და ძალადობაში ორმა მსახიობმა, კრისტინა კოენმა და აურელია ვინმა დაადანაშაულა.  

ვესტვიკმა ბრალდებები უარყო და თქვა, რომ მის მიმართ გაკეთებული განცხადებები გადაუმოწმებელი და არასწორია, რისი დადასტურებაც შესაძლებელია. თუმცა, ლოს ანჯელესის პოლიცია ბრალდებებთან დაკავშირებით გამოძიებას უკვე აწარმოებს. 

კომენტარები