არჩევნები 2017

ცესკო: 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 27%-ია

ანა მიქელაძე
ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 27%-ს შეადგენს. იმ ქალაქებს შორის, სადაც არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს, ამომრჩეველი განსაკუთრებით აქტიური ბორჯომსა და ოზურგეთშია.

ცესკო-სვე ცნობით, საარჩევნო ოლქებში სულ 21 საჩივარი შევიდა, თუმცა ეს დარღვევები არჩევნების შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს. 

„ყველაზე მეტი საჩივარი შესულია ბორჯომსა და ოზურგეთში. ქუთაისში არის შესული ორი საჩივარი. ხოლო ერთი ხაშურში. ამ დროისთვის ყაზბეგისა და მარტვილის ოლქებში არც ერთი საჩივარი  არ ფიქსირდება,“-თქვა ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

კომენტარები