დაგეგმილი საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებზე პრემიერი ხვალ, 11:00 საათზე ისაუბრებს

გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერის ბრიფინგი დაგეგმილი საკადრო და სტრუქტურული ცვლილებების შესახებ პრემიერი ხვალ, 11 საათზე გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. 

დაგეგმილი საკადრო ცვლილებების შედეგად მთავრობისთვის ნდობის ხელახალი გამოცხადება იქნება საჭირო. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა. 

საქართველოს კონსტიტუციით, მთავრობის 1/3-ის, ანუ შვიდი მინისტრის შეცვლის შემთხვევაში, მთავრობის შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა ხელახლა უნდა გამოუცხადოს. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავრობის ახალი შემადგენლობის შესახებ ეცნობება საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც 1 კვირის ვადაში პარლამენტში ახალ შემადგენლობას წარადგენს, საკანონმდებლო ორგანო კი ვალდებულია, მთავრობის შემადგენლობის საკითხი ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით 7 დღის ვადაში განიხილოს. 

კონკრეტულად რა ცვლილებებზს გეგმავს მმართველი გუნდი, ამ დროს არსებული არაოფიციალური ინფორმაცია წაიკითხეთ აქ

კომენტარები