კალაძის შეხვედრა პატრიარქთან

თბილისის არჩეული მერი კათალიკოს-პატრიარქს შეხვდა

Facebook: Kakha Kaladze

თბილისის არჩეული მერი საქართველოს კათალიკოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. საპატრიარქოში კახა კალაძე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

კალაძე მერის უფლებამოსილების შესრულებას ხვალიდან, 13 ნოემბრიდან შეუდგება. 

ილია მეორესთან შეხვედრის ფოტოები მან თავისი ფეისბუქ გვერდის საშუალებით გაავრცელა. 


ფოტო: Facebook: Kakha Kaladze

 

კომენტარები