არჩევნები 2017

ოზურგეთის მერი დამოუკიდებელი კანდიდატი კოტე შარაშენიძე გახდა

0 კომენტარი
ფოტო: ipress

ოზურგეთის მერი დამოუკიდებელი კანდიდატი კოტე შარაშენიძე გახდა. მან კონკურენტს, ქართული ოცნების კანდიდატ ბეგლარ სიორიძეს 79 ხმით აჯობა. 

ოზურგეთში, სადაც სულ 62 საარჩევნო უბანი იყო, გადამწყვეტი ერთი, ნასაკირალის 59-ე უბანი აღმოჩნდა, სადაც სიორიძემ 280 ხმა მიიღო, შარაშენიძემ კი 394 ხმა. 

ფოტო: ცესკო

მთლიანობაში, ქართული ოცნების კანდიდატმა მიიღო 17 227 ხმა, რაც ხმების 49,49%-ია.

დამოუკიდებელმა კანდიდატმა კი 17 307 ხმა, რაც 50,11%-ია.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ნასაკირალის უბნის შედეგები რამდენიმე საათის დაგვიანებით გამოაქვეყნა. 

ქართული ოცნების წარმომადგენლები ამ უბნის შედეგების გაუქმებას ითხოვდნენ და ამბობდნენ, რომ დღის განმავლობაში აქ გაურკვეველი პირები შეიჭრნენ, თუმცა ცესკომ მათი მოთხოვნა არ გაითვალისწინა.

ფოტო: ცესკო

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ალეკო შუღლაძე

კომენტარები