აშშ-ფილიპინები

ფილიპინების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს სასიყვარულო სიმღერა უმღერა

0 კომენტარი
ფოტო: AP

აზიის ქვეყნების ლიდერების შეხვედრაზე გამართულ ვახშამზე ფილიპინების პრეზიდენტმა, როდრიგო დუტერტემ დონალდ ტრამპის თხოვნით ფილიპინური სასიყვარულო სიმღერა შეასრულა.

სიმღერის ტექსტის ნაწილი შემდეგნაირად ითარგმნება: "შენ ხარ ჩემი სამყაროს სინათლე და ჩემი გულის ნახევარი."

დონალდ ტრამპი მანილაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში ტრამპი როდრიგო დუტერტეს შეხვდა და განაცხადა, რომ მათ "შესანიშნავი უერთიერთობა" აქვთ.

უცნობია, წამოაყენა თუ არა შეხვედრისას აშშ-ის პრეზიდენტმა ფილიპინებში ადამიანის უფლებების დარღვევის საკითხი. აშშ-ის წინა ადმინისტრაცია დუტერტეს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო აკრიტიკებდა. ნარკოტიკებთან ბრძოლის ფარგლებში ფილიპინებში 4000-მდე ადამიანი მოკლეს.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლუკა შენგელია

კომენტარები