ლარის გაუფასურება

ლარი ევროსთან ახალ ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა

0 კომენტარი

ეროვნული ვალუტა 13 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ევროსთან მიმართებით ახალ ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა. ახალი კურსით ერთი ევრო 3.0904 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 0.2 თეთრით მეტია.

დღესვე ლარი დოლართან მიმართებითაც გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი დოლარი 2.6538 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 0.4 თეთრით მეტია.

საქსტატმა დღეს გამოაქვეყნა ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც ოქტომბერში ექსპორტმა $262.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით $72.8 მილიონით (38%-ით მეტია). იმპორტის ზრდა კი 10% იყო და მან ოქტომბერში $730.8 მილიონი შეადგინა - ეს 2017 წლის განმავლობაში იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.  

ამავდროულად, მინუს $468 მილიონამდე არის გაზრდილი უარყოფითი სავაჭრო სალდო, რაც 2017 წლის განმავლობაში მაქსიმალური მაჩვენებელია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

უდუმაშვილი: ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერა აღემატება სახელისუფლო კანდიდატისას

კომენტარები