lgbt უფლებები

ქართული მარშის წევრები "ტორპედოს“ სტადიონზე შეიჭრნენ, მათ LGBT დროშა დაწვეს

რუსთავი 2

ქართული მარშის წევრებმა ქუთაისის ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონზე ლგბტ თემის დროშა დაწვეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სპეცრაზმი.

ქართული მარშის წევრები "ტორპედოს“ სტადიონზე დაახლოებით ერთი საათის წინ შეიჭრნენ. ისინი იქ რამდენიმე წუთის მანძილზე იმყოფებოდნენ. "მარშელები" ვიტესის კაპიტნის გურამ კაშიას მისამართით შეურაცხმყოფელ ტექსტებს სკანდირებდნენ. მათ სტადიონზე შეჭრამდე პიროტექნიკა ააფეთქეს. 

LGBT დროშის დაწვის შემდეგ, ქართული მარშის წევრებმა სტადიონი დატოვეს.

საქართველოსა და ბელარუსის საფეხბურთო ნაკრებების ამხანაგური შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. 

ქართული მარშის პროტესტი გურამ კაშიას ჟესტს მოჰყვა, როდესაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე კაპიტანმა და ჰოლანდიური ვიტესის მცველმა გურამ კაშიამ ჰერაკლესის წინააღმდეგ გამართულ მატჩში LGBT თემის მხარდამჭერი სამკლავურით ითამაშა. 

კომენტარები