თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს

0 კომენტარი
ფოტო: თბილისის საკრებულო

თბილისის საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, კენჭისყრისას ტყემალაძის კანდიდატურას ორმოცმა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" გიორგი ტყემალაძე სამგორის რაიონის მაჟორიტარად წარადგინა. აღჩევნებში გამარჯვების შემდეგ კი მისი კანდიდატურა მეექვსე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე დაასახელა.

საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას ტყემელაძის წარსული საქმიანობის შესახებაც:

  • 2007 წლიდან დღემდე თბილისის სამი მოწვევის საკრებულოს წევრია.
  • 2007-2012 წლებში იგი თბილისის საკრებულოს საზღვარგარეთის ქვეყნების თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობის დროებით კომისიასა და ურბანული დაგეგმარების და ძველი თბილისის რეაბილიტაციის კომისიას თავმჯდომარეობდა.
  • 2012 - 2014 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. 
  • მეხუთე მოწვევის საკრებულოში კი გიორგი ტყემალაძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს.
  • 2010 წლიდან დღემდე საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი და ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის კონგრესის წევრია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები