ოკუპაცია

კაპანაძე: მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰქონდეს ანტიანექსიული სტრატეგია

თეორემა/ტაბულა

კაპანაძე: მნიშვნელოვანია, საქართველოს ჰქონდეს ანტიანექსიული სტრატეგია

სერგი კაპანაძის შეფასებით, საქართველოს ანტიანექსიული სტრაგეტია არ გააჩნია. ევროპული საქართველოს წევრი ვლადიმირ პუტინისა და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტის, ანატოლი ბიბილოვის დაანონსებულ შეხვედრას ეხმაურება და ამბობს, რომ რუსეთს ჩვენი ოკუპირებული რეგიონების შემდგომი ანექსია აქვს გადაწყვეტილი. 

"პუტინის და ბიბილოვის დაანონსებული შეხვედრა, ეს არის საქართველოსთან მიმართებაში არამეგობრული ნაბიჯი. მთავარი, რაც აქ იკითხება არის ის, რომ რუსეთს გადაწყვეტილი აქვს ჩვენი ოკუპირებული რეგიონების შემდგომი ანექსია. შეხვედრის მთავარი საგანი ე.წ ინტეგრაციის ხელშეკრულების იმპლემენტაცია იქნება. ბუნებრივია ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს  რუსეთის ფედერაციაში  ცხინვალის რეგიონის უფრო მეტ ინტეგრაციას გულისხმობს. აქ ჩვენი მხრიდან ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდეს ანტიანექსიული სტრატეგია, რაც, სამწუხაროდ, მას არ გააჩნია და ეს კიდევ ერთხელ აჩვენა ბოლო წლების განმავლობაში", - თქვა კაპანაძემ. 

პუტინის და ბიბილოვის შეხვედრა მოსკოვში დღეს, 14 ნოემბერს არის დაგეგმილი. ინფორმაციას რუსული პრესა ავრცელებს. ისინი ერთმანეთს რამდენიმე თვის წინაც, 2 ივნისს, სოჭში შეხვდნენ. 

რუსეთია ე.წ "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება" სამხრეთ ოსეთთან 2015 წელს გააფორმა, აფხაზეთთან კი 2014 წელს გააფორმა. შეთანხმებები მოსკოვსა და ოკუპირებული რეგიონების ე.წ მთავრობებს შორის  სოციალურ, ეკონომიკური, ჰუმანიტარულ, ასევე საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში მჭიდრო თანაშრომლობის დამყარებას ითვალისწინებს. 

კომენტარები