ლარის გაუფასურება

დოლარის ღირებულება 2.68 ლარი გახდა, ევროს ფასი კი ისტორიული მაქსიმუმი - 3.14 ლარი

ეროვნული ვალუტა 14 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ევროსთან მიმართებით ახალ ისტორიულ მინიმუმამდე გაუფასურდა. ახალი კურსით ერთი ევრო 3.143 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 5.3თეთრით მეტია.

დღესვე ლარი დოლართან მიმართებითაც გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი დოლარი 2.68 ლარი ღირს, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 2.9 თეთრით მეტია.

საქსტატმა გამოაქვეყნა ოქტომბრის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც ოქტომბერში ექსპორტმა $262.8 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით $72.8 მილიონით (38%-ით მეტია). იმპორტის ზრდა კი 10% იყო და მან ოქტომბერში $730.8 მილიონი შეადგინა - ეს 2017 წლის განმავლობაში იმპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.  

ამავდროულად, მინუს $468 მილიონამდე არის გაზრდილი უარყოფითი სავაჭრო სალდო, რაც 2017 წლის განმავლობაში მაქსიმალური მაჩვენებელია.

კომენტარები