სახალხო დამცველი

ნაცვლიშვილი: ვადასტურებ რომ განიხილება ჩემი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოსტზე

ანა ნაცვლიშვილი
თეორემა/ტაბულა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა დაადასტურა, რომ  მისი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოზიციაზე ნამდვილად განიხილება. მისი თქმით, ის მზად არის ამ შემოთავაზებაზე და თავის ხედვებს გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს დეტალურად გააცნობს.

"ვადასტურებ, რომ განიხილება ჩემი კანდიდატურა სახალხო დამცველის პოზიციაზე. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩემთვის საპატივსაცემო არაერთმა ადამიანმა და ჯგუფმა მომიაზრა ამ პოზიციაზე. მზად ვარ მივიღო ეს გამოწვევა და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოს (პარლამენტს) თუ ფართო საზოგადოებას უფრო დეტალურად ვესაუბრო ჩემს ხედვებსა და მიზნებზე - შესაბამის ფორმატში"- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კომენტარები