სამთავრობო ცვლილებები

კახა კალაძე სამთავრობო ცვლილებებზე: მივესალმები ამ გადაწყვეტილებას

ქართული ოცნება

თბილისის მერმა კახა კალაძემ "ტვ პირველის" ეთერში გუშინ განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს უკეთესობისკენ გადადგმული ნაბიჯია.

"მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას და სხვათაშორის, საზოგადოების მხრიდანაც იყო დაკვეთა ოპტიმიზაციასთან დაკავშირებით, რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მსჯელობა, თუ რამდენად ეფექტურია ამდენი სამინისტრო. სახელმწიფო სტრუქტურები, ისევე როგორც მერია, უნდა იყოს ადამიანებზე ორიენტირებული, უნდა იყოს მოქნილი სტრუქტურები და შესაბამისად, ცვლილებები, რომლებიც განხორციელდება, მხოლოდ და მხოლოდ განპირობებულია უკეთესობისაკენ, ყველა ცვლილება დაკავშირებულია იმასთან, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი. შესაბამისად მე ამ გადაწყვეტილებას, რაც პრემიერმინისტრმა გამოაცხადა მივესალმები. სხვათაშორის, ძალიან საინტერესო იქნება, თუ როგორ იმუშავებენ შერწყმის შემდეგ ეს სამინისტროები - რამდენად ეფექტური იქნება. მე მგონია, რომ ძალიან სწორი იყო ეს გადაწყვეტილება და ეფექტურად გააგრძელებენ სამინისტროები მუშაობას."- თქვა კახა კალაძემ.

კომენტარები