თბილისის მერია

კახა კალაძე: არავის დავინდობთ, ვინც რაიმე მიმართულებით კორუფციაში იქნება შემჩნეული

0 კომენტარი
ფოტო: Facebook: Kakha Kaladze

თბილისის მერმა "ტვ პირველის" ეთერში მერიაში მის სამომავლო გეგმებსა და პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ადამიანების შემჩნევას კორუფციასა და არაკანონიერ გარიგებებში მყისიერი რეაქცია მოყვება.

"კორუფცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას, აფერხებს მერიის სწორ მუშაობას, სახელმწიფო სტრუქტურების მოქნილობას, სწრაფ გადაწყვეტილებებსა და ა.შ. ამიტომ, როდესაც მე ამირჩია ხალხმა, რა თქმა უნდა საზოგადოებაში ძალიან დიდი მოლოდინია, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდება - მერია იქნება მოქნილი, მერია იქნება ორიენტირებული ადამიანებსა და მუნიციპალურ სერვისებზე. შესაბამისად, ამ ყველაფერში და იმ პროექტების განხორციელებაში, რასაც ჩვენ ვგეგმავთ, რა თქმა უნდა, კორუფცია მოდის წინააღმდეგობაში. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არავის არ დავინდობთ, ვინც რაიმე სახით გაბედავს, რომ კორუფციის მიმართულებით იქნეს შემჩნეული. იქნება ადეკვატური ზომები მიღებული, კანონის ფარგლებში ყველა აგებს პასუხს. მე რა თქმა უნდა ისიც მიხარია, რომ წლების წინ ყველა ადამიანი, ვინც შემჩნეული იყო რაიმე მიმართულებით კორუფციაში, არაკანონიერ გარიგებაში, მაშინვე მოყვა მყისიერი რეაგირება და ამ ადამიანებს მოუწიათ კანონის წინაშე პასუხის გება. რა თქმა უნდა, ეს მომავალშიც გაგრძელდება." - თქვა კახა კალაძემ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ალეკო შუღლაძე

კომენტარები