სამთავრობო ცვლილებები

ჩერგოლეიშვილი: ცვლილება ივანიშვილის ფავორიტი მინისტრების გავლენის ზრდისთვის მოხდა

0 კომენტარი
თამარ ჩერგოლეიშვილი ფოტო: Khatuna Khutsishvili / Forbes

"ტაბულას" დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში გუშინ განხორციელებულ სამთავრობო ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს რეფორმა კოსმეტიკურია და ის ნაკლებად ემსახურება მოსახლეობის ინტერესებს.

 

"ბუნებრივია, გამიხარდა, როცა გავიგე რომ სამინისტროების რაოდენობა მცირდებოდა. დიდი ხანია მჯერა და მსოფლიოს გამოცდილებაც მაგას ადასტურებს, რომ რომ მცირე და ეფექტური ბიუროკრატია ჯობია, ხალხის ფულის მჭამელ, პარაზიტულ მახინას. მარტივია - ნებისმიერ მთავრობას ინახავს ხალხი, მისი კუთვნილი შემოსავლით, იმისთვის, რომ ამ მთავრობამ მისთვის განსაზღვრული ფუნქციები შეასრულოს. რაც ნაკლები დაუჯდება მთავრობა ხალხს, მით უკეთესი ხალხისთვის. მაგრამ როგორც ირკვევა, ეს არის არა ხალხის ხარჯის შემცირებისკენ მიმართული რეფორმა, არამედ კოსმეტიკური ცვლილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი მინისტრების გავლენის გამსხვილებისკენაა მიმართული - უფრო საკადრო ხასიათს ატარებს და ნაკლებად ემსახურება ეკონომიკის და შესაბამისად მოსახლეობის ინტერესებს. ეს არ არის გააზრებული რეფორმა, როდესაც სამთავრობო გუნდი დაჯდა, დათვალა, გათვალა და გადაწყვიტა - არ არის იმიტომ, რომ ისიც არ იციან, რა თანხას ზოგავენ. შეუძლებელია მაგის დათვლაო - რანაირად არის შეუძლებელი? რით განსხვავდება ბიუროკრატიული ხარჯები ნებისმიერი, სხვა დათვლადი ხარჯისგან? ასეთი რამ როგორ უნდა თქვას ადამიანმა, რომელსაც ეკონომიკასთან შეხება აქვს?" - თქვა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ანი ჩირაძე

კომენტარები