15 ნოემბერს, თბილისის შვიდი რაიონის მოსახლეობა ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებს

newcastle.gov.za

ხვალ, 15 ნოემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდას ასახელებს.

სამგორის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სადგური ლილოს და მეკოკიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, ქვემო ალექსეევკის დასახლების, ხვედელიანის და ქებურიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ლორთქიფანიძის და მამისაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), თამარაშილის, მარიჯანის, ქუთათელაძის, მაღალაშვილის, ლორთქიფანიძის, ჩახავას, ჩხეიძის, უნივერსიტეტის, ქავთარაძის და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამარაშვილის გამზირის (ნაწილობრივ) და სულხან ცინცაძის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის I მიკრორაიონის, მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, მოსულიშვილის, ხიზანიშვილის და ნოზაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტეხის აღმართის, რუისის, ჩეხოვის, ცუცქირიძის, იორის, ხიდისთავის, გელათის, გაბრიელ ეპისკოპოსის, დუშეთის, ავლაბრის, მესხიშვილის, ხარაგაულის, სამრეკლოს, ერევნის, ლომოურის, ბაჩანას, ვახტანგ მეექვსის, გიორგი წერეთლის, ალვანის, სამოქალაქოს, არარატის, არმაზის, სპარტაკის, კალატოზის და ელენე ახვლედიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

12:30 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მეტეხის აღმართის, ღვინის აღმართის, რუისის, ჩეხოვის, მეტეხის, ისნის, ფერისცვალების და ურბნისის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონი

11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყირიმის და 9 ძმის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჯავახიშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გორგასლის, გრიშაშვილის, შუშინის და ფირდოუსის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები