სამთავრობო ცვლილებები

გია ვოლსკი სამთავრობო ცვლილებებზე: სიღრმისეული კონსულტაციები არ ყოფილა

ტაბულა

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ რუსთავი 2-ის ეთერში სამთავრობო ცვლილებებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბიუჯეტზე მუშაობის პარალელურად სამთავრობო ცვლილებებზე მუშაობა მიმდინარეობა.

"სიღრმისეული კონსულატიციები არ ყოფილა, მთავრობას ჰქონდა ვალდებულება და საკმაოდ მკაფიოდ იყო განცხადებული ამის შესახებ, საკმაოდ ადრე. მთავრობას ეს ვალდებულება ჰქონდა, ამ ვალდებულებს შესახებ ჩვენ ვიცოდით და ბიუჯეტის დამტკიცების წინ, რასაკვირველია, შეკითხვები გვქონდა, თუ როგორ მოხდება უწყებათა გადაჯგუფება, მოხდება სტრუქტურული ცვლილებები, ამ ბიუჯეტს დავამტკიცებთ და შემდეგ თუ საჭიროა იანვარში შევცვლით. ბიუჯეტის პარალელურად მუშაობა მიმდინარეობდა [სამთავრობო ცვლილებებზე] და ამის თაობაზე ველოდებოდით პრემიერმინისტრის განცხადებას. დეტალებზე საუბარი ჯერ არ ყოფილა და დეტალებზე საუბარი იქნება პარლამენტთან ერთად, პარლამენტის სივრცესა და ფორმატში." - თქვა გია ვოლსკიმ.

კომენტარები