აშშ-ჩრდილოეთ კორეა

ჩრდილოეთ კორეის მედია: კიმ ჩენ ინის შეურაცხყოფისათვის ტრამპი სიკვდილით უნდა დაისაჯოს

Reuters

ჩრდილოეთ კორეის სამთავრობო მედიამ დონალდ ტრამპი კიმ ჩენ ინისათვის შეურაცხყოფის მიყენების გამო გააკრიტიკა. სარედაქციო წერილში ნათქვამია, რომ ამის გამო დონალდ ტრამპი სიკვდილით დასჯას იმსახურებს.

"ყველაზე საშინელი დანაშაული, რაც არასოდეს მიეტევება არის ის, რომ გაბედა და შეურაცხყო უმაღლესი ლიდერის ღირსება." "მან უნდა იცოდეს, რომ საშინელი კრიმინალია და ჩრდილოეთ კორეის ხალხმა მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა." ნათქვამია წერილში.

წერილი ტრამპის მიერ Twitter-ზე გაკეთებული განცხადებას ეხმაურება. "რატომ მეძახის კიმ ჩენ ინი მოხუცს, როდესაც მე მას არასოდეს დავუძახებდი დაბალს და მსუქანს?" დაწერა ტრამპმა.

წერილში ტრამპს მხდალი უწოდეს, ვინაიდან ის არ ეწვია ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის არსებულ დემილიტარიზებულ ზონას.

დონალდ ტრამპის ვერტმფრენი დემილიტარიზებული ზონისაკენ გაემართა, თუმცა 5 წუთში ამინდის გაუარესების გამო უკან დაბრუნება მოუწია.

ჩრდილოეთ კორეული მედიის მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ ამინდი არაფერ შუაშია და სინამდვილეში ტრამპს მათი "ჯარისკაცების დაჟინებული მზერის შეეშინდა."

კომენტარები