ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონი: ტრამპი და პუტინი დასავლურ ღირებულებებს საფრთხეს უქმნიან

ემანუელ მაკრონი
Getty Images

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი და ვლადიმირ პუტინი ტოლერანტობის და გახსნილობის დასავლურ ღირებულებებს საფრთხეს უქმნიან, თუმცა მათი ევროპისაგან იზოლაცია კონტრპროდუქტიული იქნება.

"თუ თქვენ გადაწყვეტთ რომ გარიყოთ ისინი ევროპიდან და ევროპული ღირებულებებიდან იმის თქმით, რომ ისინი "ღალატობენ ჩვენს ღირებულებებს", თქვენ დაკარგავთ მათ." თქვა მაკრონმა.

აბუ-დაბიში ლუვრის მუზეუმის გახსნის შემდეგ მიცემულ ინტერვიუში მაკრონმა თქვა, რომ "ჩვენ ისლამურ სამყაროში კონფლიქტების და დაპირისპირებების სერიის ეპიცენტრში ვართ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ მხარი დავუჭირო მათ, ვინც ღია ისლამს იცავს."

"თქვენ გჭირდებათ კოლექტიური ნარატივი, საერთო მიზანი, საერთო წარმოსახვა. ეს იყო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სიძლიერე... ჩემი აზრით ერთ-ერთი პრობლემა რაც დასავლურ საზოგადოებას და დასავლურ ქვეყნებს ჰქონდათ გასული ათწლეულის მანძილზე იყო წარმოსახვის, ამბიციის და ხედვის მიტოვება.""არავის არ უყვრდება ერთიანი ბაზარი, ფინანსური ბაზარი, შრომის რეფორმები ან ბიუჯეტის პერსპექტივები. [ხალხის] მოტივირება დიდი ნარატივებით ხდება."

მარკონის აზრით ისეთი ლიდერების მიერ, როგორიც პუტინია, განსხვავებული გზის არჩევა პარანოიამ და რაღაცის დაცვის მცდელობამ განაპირობა, მაგრამ მისი აზრით რუსეთის პრეზიდენტს ავიწყდება, რომ მისი ქვეყნის ცივილიზაციის ნაწილი სწორედ გახსნილობაა და რომ მისი მომავალი პირდაპირ არის დაკავშირებული ევროპასთან.

კომენტარები