კევინ სპეისის არიზონაში, რეაბილიტაციის ცენტრში სექსზე დამოკიდებულების სამკურნალოდ იმყოფება.
მისმა წარმომადგენელმა მედიას განუცხადა, რომ ოსკაროსანი მსახიობი რეაბილიტაციის ცენტრში მკურნალობს და უფრო დეტალური ინფორმაციის გამჟღავნებისგან ის თავს შეიკავებს.
გამოცემა USweekly-მ კევის სპეისისთვის რამდენიმე სურათის გადაღება შეძლო. ეს მსახიობის პირველი გამოჩენაა მის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებების შემდეგ.
გავრცელებული ინფორმაციით კევინ სპეისისთან ერთად, იმავე რეაბილიტაციის ცენტრში არის ჰარვი ვაინშტაინიც, მაგრამ ეს ამ დრომდე არავის დაუდასტურებია.