სტიქია

საბერძნეთში ძლიერი წვიმის გამო ქალაქები დაიტბორა, დაღუპულია 5 ადამიანი

Eurokinissi/Argyris Mantikos

საბერძნეთში, ძლიერი წვიმის შედეგად ათენის მიმდებარედ არსებული ქალაქების ქუჩები დაიტბორა. მოსახლეობა სახლებიდან და მანქანებიდან გამოსვლას ვერ ახერხებს. უკანასკნელი მონაცემებით დაიღუპა 5 ადამიანი.

ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

კუნძულ სიმიზე შტორმის გამო საგანგებო მდგომარეობა გუშინ გამოცხადდა. დაიტბორა ქუჩები. მოსახლეობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. დაზიანდა იფრასტრუქტურა.

კომენტარები