სროლა ამერიკაში

შეიარაღებულმა მამაკაცმა კალიფორნიაში დაწყებით სკოლასთან 5 ადამიანი მოკლა

Getty

ჩრდილოეთ კალიფორნიაში შეიარაღებულმა მამაკაცმა დაწყებითი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც 5 ადამიანი გარდაიცვალა.

მამაკაცს სკოლაში შესვლის საშუალება მასწავლებლებმა არ მისცეს, რომლებმაც სკოლის შენობის კარი სროლის გაგონებისთანავე ჩაკეტეს.

ამის შემდეგ მამაკაცმა მანქანიდან ქუჩაში სროლა გააგრძელა, ავტომობილს დაეჯახა, სხვა ავტომობილი მოიპარა და საბოლოოდ პოლიციასთან დაპირისპირებისას მოკლეს.

მისი ვინაობა ცნობილია. ის 43 წლის კევნი ნილია. მას თავდასხმამდე დაპირისპირება მეზობელთან მოუვიდა. ზოგიერთი ვარაუდით მან განუკითხავი სროლა სწორედ მეზობლის მოკვლის შემდეგ დაიწყო.

 

კომენტარები