ვატიკანი

რომის პაპ ფრანცისკეს ლამბორჯინიმ ავტომობილის სპეციალური გამოშვება უსახსოვრა

OSSERVATORE ROMANO / CBS NEWS

რომის პაპ ფრანცისკეს ლამბორჯინიმ უახლესი, სპეციალური გამოშვების მანქანა აჩუქა, სახელწოდებით "ქარიშხალი". ინფორმაციას ამის შესახებ CBS News-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული ავტომობილი უახლოეს მომავალში აუქციონზე გავა გასაყიდად, შემოსული თანხა კი ქველმოქმედებაში დაიხარჯება. 

მანქანა, რომელიც ლამბორჯინის წარმომადგენლებმა დღეს პაპის საცხოვრებელთან მიიყვანეს, თეთრია და ყვითელი და ოქროსფერი ფერებითაა გაწყობილი. მანქანის გაყიდვიდან შემოსული თანხის ნაწილი ერაყში ე.წ ისლამური სახელწმიფოს მიერ განადგურებული ქრისტიანული ტაძრის აღდგენას მოხმარდება. ოფიციალური ვატიკანის განცხადებით, მათთვის დიდი ბედნიერებაა, რომ იქ მცხოვრები ქრისტიანები, როგორც იქნა, ღირსებას აღიდგენენ ამ ფაქტით. 

"ქარიშხლის" საწყისი ფასი, 2014 წლის მონაცემებით, 183 000 ევროდან იწყება. 

კომენტარები