ქართველების დაკავება

კიევში ყაჩაღობის ბრალდებით 5 ქართველი დააკავეს

news.pn

უკრაინის დედაქალაქ კიევში ყაჩაღობის ბრალდებით 5 ქართველი დააკავეს. უკრაინული მედიის ცნობით, ქართველებმა უკრაინელ წყვილს ჩანთა იარაღის მუქარით წაართვეს. ჩანთაში 3,5 მილიონი გრივენი იდო. დაზარალებულებს ძალადობის კვალი აღენიშნებათ. ქალი ნაცემია, ხოლო კაცს ხელი აქვს მოტეხილი.

დამნაშავეები შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დაკავებულებს თან იარაღი, ფული და მარიხუანა აღმოაჩნდათ. სამართალდამცავები იკვლევენ უკავშირდება თუ არა ქართული დაჯგუფების სახელი კიევში მომხდარ სხვა მსგავსი ტიპის დანაშაულებებსაც.

კომენტარები