ენძელა მაჭავარიანი

ენძელა მაჭავარიანი დეპუტატის ხელფასის თავმჯდომარის ხელფასთან დაახლოებას ითხოვს

0 კომენტარი
ფოტო: მეორე არხი

"აი, პარლამენტის წევრის და კომიტეტის თავმჯდომარეების და ანუ პარლამენტის წევრების მდგომარეობას მინდა მივაქციო ყურადღება", - ასე დაიწყო გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ენძელა მაჭავარიანმა სიტყვით გამოსვლა, რომელშიც ის დეპუტატების ხელფასებს შეეხო.

მაჭავარიანის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარეს, კომიტეტის თავმჯდომარეს და ჩვეულებრივ დეპუტატსაც მოსახლეობა ირჩევს, ამიტომაც მათ ხელფასებს შორის არ უნდა იყოს დიდი სხვაობა.

ენძელა მაჭავარიანის სიტყვით გამოსვლა ვიდეო:

"პარლამენტის წევრი არის ხალხის მიერ არჩეული, ხოლო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, როგორიც მე ვარ, არის არჩეული მაქსიმუმ 20 ადამიანის მიერ. მე მინდა ვთქვა ასეთი რამ, პარლამენტარის როგორც ხელფასი, ასევე რანგი, დაახლოებით უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის კომიტეტის თავმჯდომარის.

მთავრობაში პრემიერმინისტრი ხომ არის და მერე ვიცეპრემიერი. ვიცეპრემიერები საერთოდ არ განსხვავდებიან, მათ შორის რანგირება არ არის. სახელმწიფო მინისტრსაც კი, რომელიც უპორტფელო მინისტრად ითვლება, იგივე ანაზღაურება აქვს, რაც შს მინისტრს. აი, ამ კომიტეტებში, პარლამენტში, რა არის ასეთი მძიმე სამუშაო, რომ ერთით და ხუთით განსხვავდება რიგითი დეპუტატის და პარლამენტის თავმჯდომარის კოეფიციენტი ანუ ჩვეულებრივ დეპუტატს და კომიტეტის თავმჯდომარეს შორის ერთით და ხუთით რატომ უნდა იყოს განსხვავება, მითუმეტეს, ამ თანამდებობისთვის კიდევ აქვს უამრავი უპირატესობა, რაღაცით გავათანაბროთ", - ამბობს მაჭავარიანი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კახა თოლორდავა

კომენტარები