თბილისში, სააკაძის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთმანეთს 3 მსუბუქი და 1 სატვირთო ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ინტერპრესნიუსის ცნობით, ავარიამ თბილისის მერიის მიმდებარედ საცობი გამოიწვია.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია.