შემოსავლების სამსახური

შემოსავლების სამსახური: საზღვარზე 4 100 კგ არადეკლარირებული ხურმა აღმოვაჩინეთ

0 კომენტარი
ფოტო: flickr

8 ნოემბერს, სადახლოს სასაზღვრო-გამშვებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟეებმა 4 ტონაზე მეტი არადეკლარირებული ხურმა აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ "მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთის მოქალაქის, კ.ნ-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის დათვალიერებისას, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, 4,100 კილოგრამი ხურმა აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ 4,264 ლარი შეადგინა", 

შემოსავლების სამსახურმა მოქალაქე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, 4,264 ლარით დააჯარიმა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები